პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება.
თაკო ჩარკვიანის თქმით, ხმები ტოტალურად გაყალბდა.
" რაში მჭირდება მაგისი დეპუტატობა, ცხოვრებაში ეგეთ რაღაცას როგორ ვიკადრებ. ყოველდღე გაგრძელდება პატარა და დიდი აქციები, სანამ არ დავიბრუნებთ ქართულ სახელმწიფოს," - განცხადა ჩარკვიანმა.
ამ წუთებში ხმაურიანი აქციები თბილისის სხვადასხვა საოლქო კომისიის შენობასთან მიმდინარეობს.