19 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
მუხიანში მე-10 საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია დასრულებულია - ადგილზე პოლიცია კვლავ რჩება

მუხიანში მე-10 საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია დასრულებელია. როდესაც აქცია დასრულდა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გააცილეს, დაძაბულ ფონს ქმნიდა ის გარემოება, რომ აქციაზე გაკეთდა განცხადებები, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამთავრობო პარტიის მხარდამჭერები და შესაძლებელი იყო, პროვოკაციას ჰქონოდა ადგილი.

აქციის დროს ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. ერთ-ერთი პირი აცხადებდა, რომ საოლქო კომისიის მუშაობას ხელი ეშლებოდა, ამიტომაც აქციის გამართვას ეწინააღმდეგებოდა, მოგვიანებით, დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა ქალმაც. საბოლოოდ, ორივე მათგანი პოლიციამ ადგილიდან განარიდა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ საოლქო კომისიაში ადევნებდა საჩივრების განხილვას თვალს, აცხადებს, რომ საჩივრების განხილვა არ ხდება და არჩევნები ტოტალურად ყალბდება.

დღის ამბები