27 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
კორონავირუსის პიკი - ინფიცირებულთა შორის დღეს 209 მედპერსონალია, იზრდება ინფიცირებულ პოლიტიკოსთა რაოდენობაც

2 295 ახალი ინფიცირებული ერთ დღეში და ყველაზე მეტი ისევ თბილისში, კვლავ ახალი რეკორდი - ინფიცირების შემთხვევები ასევე იმატებს სამედიცინო პერსონალში. ინფიცირებულია 209 მედიკოსი.

იზრდება ინფიცირებულ პოლიტიკოსთა რაოდენობაც. დღეს კორონავირუსი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს დაუდასტურდა.

რისკები, რომელიც ხალხმრავლობას და რეგულაციების დარღვევას თან ახლდა, სახეზეა, მხოლოდ თბილისში ერთ დღეში ათასი ინფიცირებულია.

როგორ განვითარდება მოვლენები, სპეციალისტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

დღის ამბები