უფლებადამცველ ბექა ბასილაიას განცხადებით, საოლქო კომისიებთან მიმდინარე პროცესები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. დაკავებული აქტივისტების ადვოკატის თქმით, აქციაზე დემონსტრანტების დაკავება, პოლიტიკურად მოტივირებულია პროცესია.
"წუხელ თუ ვინმე ძალადობდა, ეს იყო ცესკო და პოლიცია. მშვიდობიან დემონსტრანტებს არ აძლევდნენ საშუალებას, გამოეხატათ პროტესტი. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ბიძინა ივანიშვილის დავალების სტილში, ყველა პოლიციელი წერს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დამოურჩილებლობას, თუმცა პოლიციის ეს მოთხოვნები რაში მდგომარეობდა არსად არ იკითხება. რეალურად, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აბსოლუტურად ჯდება ის პროტესტი, რაც საოლქო კომისიების წინ მიმდინარეობს,"- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.