გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებაში მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხეების შესახებ განცხადება გაკეთდა.
სპეცსამსახურების უფროსმა ტომას ჰალდენვანგმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან საფრთხის გამო გერმანიაში სამართალდამცავ ორგანოებს ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვებათ.
გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია "უკვე ცნობილ საშიშ ელემენტებზე" კონტროლი გაძლიერდეს, რათა ავსტრიასა და საფრანგეთში განხორციელებული თავდასხმების მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.