"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის განაცხადებით, კოვიდინფექციის გავრცელების თვალსაზრისით "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერი დიდ საფრთხეს წარმოადგენს. კახა კალაძის თქმით, პანდემიის დროს პოლიტიკა ყველამ გვერდით უნდა გადავდოს და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.
"ნაციონალური მოძრაობის" კლასტერი არის ძალიან საშიში კოვიდინფექციის გავრცელების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ჩვენ არა ერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები და მე ვფიქრობ ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული.
ეს არის თემა, სადაც პოლიტიკა უნდა გადავდოთ გვერდით. ამ ქვეყნის შვილები ვართ, არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვართ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვიღაცას აქვს განსხვავებული მოსაზრება - ეს არის თემა, სადაც ყველა უნდა ვიყოთ ერთიანები, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს," - განაცხადა კახა კალაძემ.