პარტია "გირჩი" პოლიტიკურ სპექტრს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს სთავაზობს. გუშინ "დღის კურიერში" გაკეთებული განცხადების შემდეგ იაგო ხვიჩიამ დღეს "გირჩის" პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.
ხვიჩია ფიქრობს, რომ თუ ცესკო იმ ოქმებს ჩაასწორებს სადაც დისბალანსია მეორე ტურში მონაწილეობას აზრი ექნება და პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების რესურსიც გაჩნდება.
"მინიმუმ უნდა დავიწყოთ იმითი, რომ არჩევნების შედეგები ჩასწორდეს ისე, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, თუ ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩიას თქმით, 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა კომუნიზმში, ერთპარტიულ მმართველობაში დააბრუნა.