19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში უკვე მოქმედი შეზღუდვების  გარდა, მიმდინარეობს მსჯელობა სხვა შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებითაც:

"ბევრი შეზღუდვა დაწესებულია, მაგრამ შესაძლებელია კიდევ გარკვეული შეზღუდვები, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა და მე დიდი იმედი მაქვს, ისინი დაწესდება აუცილებლად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, თუმცა კონკრეტულად რა შეზღუდვებზე მიმდინარეობს მსჯელობა არ დაუკონკრეტებია.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში უკვე მოქმედებს ისეთი რეგულაციები, როგორიცაა პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რესტორნების და გასართობი ობიექტების 22 საათის შემდეგ მუშაობის აკრძალვა და ა.შ.

დღის ამბები