ოპოზიციური პარტიების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან ვარკეთილში და საინფორმაციო სახის ბროშურებს არიგებენ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ კვირას დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა მიიღონ.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია მოქალაქეები საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
"ბიძინა ივანიშვილმა და კრიმინალურმა "ოცნებამ" ქართველ ხალხს მოპარა კონსტიტუციური უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩამოართვა არჩევანის შესაძლებლობა. პოლიტიკური პარტიები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეიძლება, რომ გავაკეთოთ. ამ გაყალბების ფონზე ამ არჩევნების აღიარებას არ აპირებს არცერთი პარტია. კრიმინალურ ოცნებასთან თანამშრომლობას და ასეთ პარლამენტში შესვლას არ აპირებს არცერთი ოპოზიციური პარტია. ამიტომ მნიშვნელოვანია კვირას 3 საათზე თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა.