დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება და ის უკვე საერთო ინფიცირებულების 71%-ს შეადგენს.
მან ყურადღება გაამახვილა პრევენციულ ღონისძიებებზე და მოსახლეობას მისი დაცვისკენ მოუწოდა.
"ძირითადად, სიტუაცია მართვადია. ჰოსპიტალური, კოვიდსასტუმროები და საავადმყოფოები. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი იზრდება, რაც კარგია. 71%-ზეა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ 5 პრევენციულ ღონისძიებას - პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება, არა დიდი შეკრებები, ყველაფერი გარეთ, ვიდრე შიგნით - ეს არის 5 მთავარი აქსიომა, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.