აქციებსა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერავინ ვერ შეუშლის, თუმცა, აუცილებელია ელემენტარული რეგულაციების დაცვა, მათ შორის, პირბადის ტარება.
"პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით, დაიცვან ელემენტარული რეგულაციები. ვინ დამარწმუნებს მე, რომ იმავე აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს ნიღაბი, ამით შესუსტდება პროტესტის გამოხატვის ან ნაკლებად დამაჯერებელი იქნება თავის ამომრჩევლისთვის და ნაკლებად გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ნიღაბი ხომ არაფერს არ გააფუჭებს, მხოლოდ გააკეთებს.
ვინც არ იკეთებს ნიღაბს, ის, ვიტყოდი, რომ შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.