19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
facebook-მა "ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსსა" და "ქართულ არჩევანთან" დაკავშირებული ათობით ანგარიში და გვერდი გააუქმა

facebook-მა "ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსსა" და "ქართულ არჩევანთან" დაკავშირებული ათობით ანგარიში და გვერდი გააუქმა.

სოციალურმა ქსელმა ოქტომბერში მედიაორგანიზაცია "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული 50 ანგარიში, 39 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 "ინსტაგრამ" ანგარიში წაშალა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ქსელი რეგიონში "კოორდინებული არაავთენტური ქცევის" ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წაიშალა.

facebook-ის მიერ გაუქმებულია პოლიტიკურ პარტიებთან – "პატრიოტთა ალიანსთან" და "ქართულ არჩევანთან" - დაკავშირებული 54 ანგარიში, 14 გვერდი და 21 "ინსტაგრამ" ანგარიში. facebook-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გვერდების აქტივობის სამიზნე საქართველოს შიდა აუდიტორია იყო.

დღის ამბები