დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დიდი შეკრებები ინფექციის გავრცელების ერთ-ერთ რისკს წარმოადგენს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
"ჩემი ამოსავალი წერტილი გახლავთ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ერთ-ერთი მთავარი უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე მაღალი უფლებაა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. გამოხატვას არავინ არავის ვერ და არ აუკრძალავს,მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ ჩვენი შეკრება, მიტინგი იქნება თუ სხვა, არ იქცეს დამატებით წყაროდ ინფექციის გავრცელების. მთავარი 5 რეკომენდაციიდან ერთი-ერთი არის დიდი შეკრებებიდან თავის არიდება, ნებისმიერი დიდი შეკრება არის მომატებული რისკი ინფექციის გავრცელებისა. კეთილი უნდა ვინებოთ ვინც იქნებიან აქციაზე დაიცვან დისტანცია, ჰქონდეთ პირბადე და შესაბამისად იყოს საშუალება ხშირად დავიმუშაოთ ხელები. არ იყოს იმ ტიპის მისალმება, როგორიც გვიყვარს ქართველებს, ჩახუტება ერთმანეთის გადაკოცნა და ა.შ. პანდემიამ ცოტა არ იყოს ამას გადაგვაჩვია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.