19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოულოდნელად გარდაიცვალა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს და მის ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს:

"ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო.

თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008 - 2016 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება  და  გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და  პროფესიონალიზმით.

საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს," - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები