ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებას, "ქართულ ოცნებაში" იმ ზეწოლას უკავშირებენ, რომელიც მათი თქმით, ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან საოლქო კომისიის თავმჯდომარეების მიმართ ხორციელდებოდა. მმართველ პარტიაში ამ მიმართულებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ:
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით," - განაცხადეს დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.