19 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ბიულეტენების 3.27% ბათილად იქნა ცნობილი პროპორციულ ნაწილში, ხოლო 4.15% მაჟორიტარულ ნაწილში - ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, ცესკომ საჩივრების შესახებ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, დღემდე 1 800 საჩივარი იქნა განხილული და მათი უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი. 

"საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმიდან, განსხვავებული აზრი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 4 შემთხვევაში. ხოლო, მცირე გამონაკლისის გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა.

ბიულეტენების 3.27% ბათილად იქნა ცნობილი პროპორციულ ნაწილში, ხოლო 4.15% მაჟორიტარულ ნაწილში, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.24%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.04%-ით.

სულ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადაითვალეს 19 უბნის შედეგი, საიდანაც უმეტესი უბნის შემთხვევაში, შედეგები დარჩა უცვლელი. ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით. 9 გადასატანი ყუთის შემთხვევაში, გადასატანი ყუთი გაბათილდა მთლიანად," - განცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტმა, გიორგი სანტურიანმა

დღის ამბები