25 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
ვაკეში "აქსის თაუერი"ს შენობასთან ხანძარია

ვაკეში, აბულაძის ქუჩაზე მდებარე "აქსის თაუერის" შენობასთან ხანძარია. ცეცხლი აბულაძის ქუჩაზე 50 კვ მეტრი ფართობის ღობეს უკიდია.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 2 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები