19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ოპოზიციას 12 000 ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ბევრად ნაკლებს ახერხებენ-ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ესკალაციის რისკი ოპოზიციის აქციაზე არ არსებობს.

"რეალურად, ოპოზიციის აქციები არავითარი რისკის შემცველი არ არის, გარდა კოვიდის გავრცელებისა. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება და სამწუხაროდ, ამას აპირებენ ახლაც. ეს არის მათი სახე, ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, მათ აქვთ დაახლოებით 12 000 ადამიანის შეკრება გეგმაში, მაგრამ ბევრად ნაკლებს ახერხებენ, ჩვენი მონაცემებით.

ესკალაციის საფრთხე ნამდვილად არ არის, ისინი ვერ ახერხებენ ადამიანების იმ რაოდენობის მობილიზებას, რა რაოდენობასაც ფიქრობენ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები