მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა. 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ვირუსი დაამარცხა, ლეტალობის მაჩვენებელი ამ დღისთვის მილიონ 260 ათასს შეადგენს.
სწრაფად იზრდება პაციენტების რაოდენობა ევროპაში, კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციები.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთშია, ევროპაში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს.
მეორე ტალღისთვის ემზადება სამხრეთ ამერიკაც, სადაც ამ დროისთვის ყველაზე მეტი ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებელი ბრაზილიაში, არგენტინასა და კოლუმბიაში გამოვლინდა.