ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს გუშინ კოვიდ 19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მირიან ქათამაძე ოჯახთან ერთად იზოლაციაში იმყოფება, მას კოვიდის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, ამიტომ სახლის პირობებში გადის მკურნალობას.
ასევე, იზოლაციაში გადავიდნენ მერიის ის თანამშრომლები, ვინც ქათამაძესთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა.