06 სექტემბერი 2026,   15:29
ვრცლად
საიას თავმჯდომარეს სულხან სალაძეს COVID-19 დაუდასტურდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს სულხან სალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და სახლის პირობებში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას.

"პრაქტიკულად, საფრთხე ყველა ფეხის ნაბიჯზეა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ერთი თვეა გადაბმულად სულ პირბადეს ვატარებ, სულ 1-2 შემთხვევა იყო ალბათ, რომ პირბადე არ მეკეთა და სავარაუდოდ, რომელიმე ამ შემთხვევისას მოხდა.

თავს კარგად ვგრძნობ. ერთადერთი და მცირედი ცვლილება არის სუნთქვა, თუმცა შემაწუხებელი არ არის. არც ტემპერატურა, ამ ეტაპზე, არც ხველება, არც სხვა რაიმე გამოვლინებები ისეთი, რაც შეიძლება ახლდეს კორონას - არ მაქვს.

მაქვს ექიმის საკონტაქტო ტელეფონიც და საჭიროების შემთხვევაში შემიძლია დავურეკო ნებისმიერ დროს," - განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები