19 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან მსვლელობებს იწყებენ - ერთი კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრება

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებთან ერთად ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან მსვლელობებს იწყებენ. "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" მსვლელობას ორი ადგილიდან იწყებს. ერთი კოლონა რუსთაველის მიმართულებით რესპუბლიკის, მეორე კი კოლმეურნეობის მოედნიდან დაიძრება.

"უნდა გადადგეს თამარ ჟვანია თავისი მთელი ადმინისტრაციით, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, საზოგადოების დაკვეთა სამართლიანობის აღდგენაა. მისივე განცხადებით, ქართველი ხალხი არ შეეგუება საკუთარი ხმის მისაკუთრებას. 

დღის ამბები