19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
რესპუბლიკის მოედნიდან წამოსული აქციის მონაწილეები რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

14:00 საათზე მსვლელობები დაიწყო დედაქალაქის სხვადასხვა წერტილიდან. რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები, რომლებიც მსვლელობით სწორედ ახლა უერთდებიან რუსთაველზე მიმდინარე აქციას.

ოპოზიციის წევრების თქმით, მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, რათა საკუთარი ხმები დაიცვას. 

"მოლოდინი, მიზანი და გეგმაც ერთია - ეს არის ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით, რომლესაც ლეგიტიმაციას მისცემს ქართველი ხალხი," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები