რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციაზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იმყოფება.
ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა სამართლიანია.
"არჩევნები იყო უკიდურესად გაყალბებული, თავხედური და შეურაცხმყოფელი ქართველი ერის მიმართ. იმ ქართველი ერისა, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი რესპუბლიკის შემთხვევაში ევროპა გააოცა თავისი დემოკრატიით. 5 ქალი ჰყავდა პარლამენტში, მაშინ როდესაც ევროპაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. ამ ერის მომავალი ასე არ უნდა დაკნინდეს, როგორც დაკნინდა 31 ოქტომბერს," - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მამა პეტრე ცაავამ.