აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებიც მიემართება ცესკოსკენ, სასულიერო პირს დაუპირისპირდა. ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც გადაადგილდებოდა საკუთარი მანქანით, იძლეოდა ხმოვან სიგნალს, რის გამოც გაღიზიანდნენ აქციის მონაწილეები.
დაპირისპირება მოხდა მომიტინგეებსა და სასულიერო პირებს შორის.
"ვინც ამ მსვლელობას აწყობთ, მოღალატეები ხართ. საზოგადოება მე და ჩემს მანქანას თავს დაგვესხა. მე არ ვეთანხმები ამ ფორმას პროტესტის გამოხატვის. მე ვარ ვასილ ჟორჟიკაშვილი. მე გადავადგილდებოდი ჩემს გზაზე,"- მიმართავდა სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს.
პოლიცია სასულიერო პირის ტერიტორიიდან განრიდებას ცდილობს.