ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. მას ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.
მანამდე ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა. ნინო ლომჯარიამ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები დაიწყონ.