დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანამ დაიწყო ანტიგენის სწრაფი ტესტების გამოყენება.
"ჩვენი უკვე სამი დღეა გადავედით სწრაფი ანტიგენის ტესტებზე. მითითება არის, რომ სწორედ ზამთარში და აციების პერიოდში, სწრაფი გამოვლენის მიზნით და სწრაფი იზოლირების მიზნით, უკვე რეკომენდებულია ანტიგენზე დაფუძნებული ახალი გენერაციის სწრაფი ტესტები, რომელთა დიაგნოსტიკური ღირებულება უკვე მაღალია.
გერმანიის მაგალითია მოყვანილი, რომელმაც 15 მილიონი დოზა შეისყიდა, ამერიკამ 150 მილიონი, ნორვეგიამ 5 მილიონი. სლოვაკეთმა ჩაატარა 2-კვირიანი კვლევა, როდესაც მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი სწრაფი ტესტებით გამოიკვლიეს, 40 000 აღმოაჩინეს ამ გამოკვლევების დროს და მათ უთხრეს თქვენ უნდა იჯდეთ 12-14 დღე.
ანტიგენის სწრაფი ტესტების გამოყენება დავიწყეთ კლინიკებში, ცხელების ცენტრებში, ამ ეტაპზე გეოგრაფიულად დაშორებულ ადგილებში, სადაც დიდი დრო სჭირდება PCR ტესტისთვის ნიმუშის თბილისში ან უახლოეს ლაბორატორიაში ჩამოტანას.
დღევანდელ სტატისტიკაში 378 უკვე შეტანილია ასევე სწრაფი ტესტით მიღებული შედეგი," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.