19 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
მიზნად რჩება უფრო მეტი დემოკრატიის და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა, მზად ვართ საქართველოს ამაში მხარი დავუჭიროთ - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი

ბუნდესტაგის წევრი ალბერტ ვეილერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. გერმანელი კანონმდებლის თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდა არჩევნები და მოხარულია, რომ არჩევნებს სადამკვირვებლო მისიები პოზიტიურად აფასებენ.

"კვლავ მიზნად რჩება უფრო მეტი დემოკრატიის და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ მზად ვართ საქართველოს ამაში მხარი დავუჭიროთ," - წერს ბუნდესტაგის წევრი.

დღის ამბები