BBC-ის ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. ამის შესახებ ინფორმაციას მწარმოებელი ფართომასშტაბიანი ტესტირების პირველ შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მწარმოებლებმა ამ დღეს მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის "დიდი დღე" უწოდეს.
კომპანიის განცხადებით, სერიოზული გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა.
მწარმოებლები ელოდებიან ნებართვას იმისთვის, რომ ვაქცინა თვის ბოლოს უკვე გამოიყენონ. მათივე განცხადებით, წინ ჯერ კიდევ დიდი გამოწვევებია, თუმცა იმედოვნებენ, რომ გაზაფხულზე ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.
"მე ალბათ პირველი ვარ, ვინც ეს თქვა, მაგრამ ამას გარკვეულწილად დარწმუნებით ვამბობ," - თქვა სერ ჯონ ბელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა.