19 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას დიალოგზე, ოპოზიციის ნაწილი საკუთარი პირობებით პასუხობს

პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას დიალოგზე, ოპოზიციის ნაწილი საკუთარი პირობებით პასუხობს.

მაგიდასთან ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები მხოლოდ ერთი პირობით აპირებენ დასხდნენ: თუ ცესკო ხელახალ არჩევნებს დანიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დიალოგის აზრს ვერ ხედავენ.

დღესვე "ნაციონალურმა მოძრაობამ" დამატებითი წინაპირობაც წამოაყენა: დიალოგის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ.

თუმცა ოპოზიციის რიგებში არიან ისეთებიც, რომლებიც ყოველგვარი წინაპირობისა და ულტიმატუმის გარეშეც მზად არიან ესაუბრონ ხელისუფლებას.

მოლაპარაკებათა მაგიდაზე დასხდომის იდეა არცერთ ოპოზიციონერს არ დაუწუნებია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ხელახალი არჩევნების ჩატარებას დასთანხმდება, ეს გარკვეული წინაპირობა იქნება მოსალაპარაკებლად.

ოპოზიციის უმრავლესობა დიალოგისთვის კატეგორიული მოთხოვნების შესრულებას ითხოვს, თუ მმართველი გუნდი ამაზე მათ არ წაყვება, ეს ოპოზიციისთვის იმის მანიშნებელი იქნება, რომ დიალოგისთვის მზაობა "ოცნებას" არ აქვს.

გველის თუ არა კრიზისიდან ერთი წლის თავზე კვლავაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების რაუნდები - ამ კითხვაზე პასუხი უფრო ნათელი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ გახდება.

დღის ამბები