19 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
მიიტანონ ელექტროსაშუალებები და გათბნენ, შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული, როგორც ძალადობის საგანი - ვაჟა სირაძე აქციის მონაწილის დაკავებაზე

საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი ნივთის, რომელსაც მოქალაქეებისა და პოლიციელების სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, აქციაზე შეტანის უფლება არავის აქვს. 

ვაჟა სირაძის განცხადებით, ალექსი მაჭავარიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

"კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არა ერთი გამოცდილება გვქვს თითოეულ პოლიციელს, რომ არა ერთხელ შეშა გამოყენებული იქნა როგორც ძალადობის საგანი, გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც აქციის მონაწილეების, ასევე პოლიციელების სიცოცხლეს. არსებობს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ის ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგო, რომელიც დააზიანებს ადამიანის ჯანმრთელობა, პოლიციას უფლება აქვს შეზღუდოს ამ ნივთის შეტანა. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ, რომ შეუძლიათ მიიტანონ ელექტროსაშუალებები და გათბნენ,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილემ შეშის მიტანა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა, რომელიც დაკავებამდე საპატრულო პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს ესაუბრებოდა. 

დღის ამბები