20 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა "სირცხვილიას" სამი აქტივისტი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებებს წინ პოლიციასთან შელაპარაკებები უძღოდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მოძრაობა "სირცხვილიას" სამი აქტივისტია დაკავებული, ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე. 

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები რჩებიან, ასევე ადგილზე არიან ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები. 

დღის ამბები