19 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
22 საათიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა

7 დიდ ქალაქში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება, როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

გადაადგილების უფლებით დროის ამ მონაკვეთში  მხოლოდ ის პირები ისარგებლებენ, რომლებსაც სპეციალური ნებართვა ექნებათ, ასევე გადაადგილება არ ეზღუდებათ საერთაშორისო გადაზიდვებს, სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის საჭირო პერსონალსა და მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 7 დიდ ქალაქში დღეიდან კერძო და საბავშვო ბაღების ფუნქციონირებაც შეწყდა. 

დღის ამბები