19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ისინი, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება იდენტიფიცირება და 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით.

"საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა,"- უთხრეს "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის.

 

დღის ამბები