ახალი რეგულაციების მიუხედავად აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთელი ღამე პარლამენტის შენობის წინ გაატარა. მათ შორის იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერებიც. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ხელისუფლების დადგენილება შეზღუდვების დაწესების შესახებ უკანონოა და ისინი დამორჩილებას არ აპირებენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რუსთაველის გამზირზე ჰამაკიც გაკიდა, რაც მოგვიანებით პოლიციამ ჩამოხსნა. აქცია რუსთაველის გამზირზე დილით 5 საათამდე გაგრძელდა - ადგილზე შეკრებილებმა ტერიტორია მხოლოდ კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დატოვეს.
ადგილზე იმყოფებიდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძეც, მისი განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, შეზღუდვების ამოქმედება და მოქალაქეთა დაჯარიმება კი ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.