06 სექტემბერი 2026,   16:53
ვრცლად
მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუქარაში ადანაშაულებს

ინციდენტი მარნეულში - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუქარაში ადანაშაულებს. ლაშა ქვლივიძე "კურიერთან" განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მის ოჯახში იმყოფებოდნენ, მოხდა
სიტყვიერი დაპირისპირებაც. ხმაურის შემდეგ კი ოჯახმა საპატრულო პოლიციას მიმართა.

ქვლივიძის ოჯახის წევრები გამოიკითხნენ. მომხდარს "ნაცმოძრაობის" წევრი წინასაარჩევნო პერიოდში მხარეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასა და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.

ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ მარნეულის მუნიციპალიტეტში.


დღის ამბები