23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.
ხორვატიაში დასრულებულ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს, ფინალურ ორთაბრძოლაში გრიგალაშვილმა შვეიცარიელ სპორტსმენს აჯობა, მაისურაძემ კი რუსი ძიუდოისტი დაამარცხა.