06 სექტემბერი 2026,   05:43
ვრცლად
განაჩენს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 პირის შესახებ მოსამართლე სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 პირის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს. დღეს მცხეთის რაინულ სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარსდგა ნიკა ცუცქირიძის ადვოკატი.

ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ არასაკმარისი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება.

ბრალდების მხარეს კი მიაჩნია, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, სასამართლო ბრალდების მტკიცებულებებს სრულად გაიზიარებს და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. 

 

დღის ამბები