საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს შემაჯამებელ ოქმს გამოსცემენ. ბოლო სხდომები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. განხილვების პარალელურად იმართება საპროტესტო აქციებიც:
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო სამგორში, სადაც ერთი პირი, ბესო გაზდელიანი დააკავეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიციამ აღნიშნული პირი სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული:
"ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე დავიცავთ ჩვენ ხმებს," - აცხადებს შეცვალეს აქტივისტი ლევან გოგოლი.
ნაძალადევის რაიონში საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ "ლეიბორისტული პარტიის", "ლელოს" და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრები. ადგილზე შეკრებილები საოლქო კომისიის შენობაში შესვლას და შემაჯამებელ ოქმის შედგენაზე დასწრებას ითხოვენ.
პოლიციაა მობილიზებული საბურთალოს საოლქო კომისიასთანაც, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება.