17 სექტემბერი 2026,   06:53
ვრცლად
კორონავირუსის გამო ისტორიულ შეხვედრაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 4 მოთამაშე დააკლდება

ისტორიულ შეხვედრაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 4 მოთამაშე დააკლდება. ორის შემთხვევაში მიზეზი კორონავირუსია.

სპორტსმენებს - ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას, "კოვიდ-19" დღეს დაუდასტურდათ. ისინი, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

ერთა ლიგის ფინალური შეხვედრა ხვალ 21:00 საათზე დაიწყება. ცოტა ხნის წინ დასრულდა ბოლო პრესკონფერენცია, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისიმ ჩაატარა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 

 

დღის ამბები