"ჩვენს რეგიონში არის სხვა პრობლემებიც – საქართველო, ყირიმი, მოლდოვა", – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მთიან ყარაბაღში წლების განმავლობაში მცხოვრებ სომხებთან დაკავშირებით არის პოზიტიური განცხადებები, რომ ყველაფერი გაკეთდება მათი სახლებში დასაბრუნებლად.
ჩავუშოღლუს განცხადებით, რეგიონული პრობლემები ასევე უკავშირდება სირიას, ლიბიასა და იემენს. მისი თქმით, ყველა რეგიონული პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზებით უნდა გადაწყდეს.