06 სექტემბერი 2026,   00:29
ვრცლად
ადვოკატების ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები დაიკითხნენ

საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. ამ შემთხვევაში საუბარია ძალადობის, მისი ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდზე.

დღეს პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმე გამოიკითხა, პირები რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

დღეს ასევე, ადვოკატები და საქმის პროკურორი საპროცესო გარიგებაზეც საუბრობდნენ, ვის შეიძლება შეეხოს საპროცესო გარიგება.

ადვოკატები აცხადებენ, რომ დღევანდელ სხდომაზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები დაიკითხნენ და მათ დაადასტურეს, რომ ოქმებზე ნამდვილად მათი ხელმოწერაა.

დღის ამბები