19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ეპიდვითარების გამო 100 ათასი წამებული ქართველის დღეს მსვლელობა აღარ ჩატარდება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 13 ნოემბერს, 100 000 წამებული ქართველის ხსნების დღეს, მრევლის მსვლელობა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო აღარ გაიმართება.

"პარასკევს, 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ - დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17.00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად,"- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

დღის ამბები