დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნი ამ ეტაპზე არ იგეგმება. მისი თქმით, ქვეყნაში ნაწილობრივი ლოკდაუნი უკვე არის, რომელიც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო გაფართოვდეს.
"ჩვენ გვაქვს ახლა ნაწილობრივი ლოკდაუნი, როცა ღამე აიკრძალა ქვეყანაში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება, ეს გახლავთ ნაწილობრივი, ანუ წერტილოვანი ლოკდაუნი. სრული ლოკდაუნი რამდენჯერმე გაჟღერდა. დიდი ალბათობით, არც ერთ ქვეყანას სრული ლოკდაუნი უკვე შემოდგომის ტალღაზე აღარ გამოუყენებია და ძირითადად, არის მაინც პოლიტიკა და სტრატეგია ე.წ. წერტილოვანი შეზღუდული ან გაფართოებული შეზღუდვების და ამას ვირჩევთ ეპიდსიტუაციისდა მიხედვით.
ბელგიამ, ჩეხეთმა, რამდენიმე ქვეყანამ მიმართა უფრო მკაცრ ღონისძიებებს, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ არც ბელგია ვართ, არც საფრანგეთი და არც ჰოლანდია. ჩვენ ეკონომიკურად ბევრად ნაკლებად განვითარებული ვართ, ვიდრე ეს ქვეყნები.
გარდა ამისა, ჩვენ ვართ ახლა პოლიტიკურ პროცესში და რეგიონში იყო სერიოზული ომი,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.