19 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
იტალიასთან შედარებით, ჩვენთან სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლებია - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ფაქტი, რომ საქართველომ შემთხვევების რაოდენობით იტალიას გადაასწრო, საგანგაშოა. თუმცა, აქვე თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 5-ჯერ ნაკლებია. 

"ის, რომ იტალიას გადავასწარით შემთხვევების რაოდენობით, დიახ, არის განგაშის სიგნალი. მინდა გითხრათ, ცოტა დადებითიც ხომ უნდა ითქვას, რადგან ბოლო დროს მოდის შემაშფოთებელი ციფრები და მონაცემები. იგივე იტალიასთან შედარებით, ჩვენთან სიკვდილიანობის პროცენტი არის 5-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში. ეს შეგიძლიათ დღესვე გადაამოწმოთ ოფიციალურ ავტორიტეტულმა გამოცემებში. მინდა მაინც ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ, კი შემთხვევათა მკვეთრი ზრდა აღინიშნება, რასაც აქვს თავისი მიზეზები. ყველა ქვეყანა ერიდება სრულ ლოკდაუნებს და ჩვენც ვახორციელებთ წერტილოვანს. შედარებაც არ არის, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი ახორციელებს სრულ ან სრულთან მიახლოებულ ლოკდაუნს. ჩვენ იმ ქვეყნებში ვართ, სადაც თითქმის არ არის ლოკდაუნი. ლოკდაუნების ხარისხი, სიმკაცრე, გაცილებით მეტია ევროპის წამყვან ქვეყნებში ვიდრე ჩვენთან," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.   

 

დღის ამბები