19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდება - ჯანდაცვის სექტორში პანდემიის შეკავების გზები განიხილეს

ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდება. კლინიკური ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვირუსის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებზე მსჯელობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ გონივრული შეზღუდვები დაწესდება, რომელიც ვირუსის გავრცელებას შეამცირებს და თან საზოგადოების ინტერესებს არ დააზარალებს​.

კორონავირუსის მაჩვენებლები 3 000 - ს გადასცდა. ინფექცია მასობრივად ვრცელდება ქვეყანაში. სპეციალისტებს უკვე აშფოთებთ მონაცემები. მაღალი სტატისტიკის მიუხედავად, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ქვეყანა სრული შეზღუდვების დაწესებას ერიდება და მხოლოდ წერტილოვან რეგულაციებს აწესებს. 

ამოქმედდება, თუ არა ქვეყნის მასშტაბით მკაცრი რეგულაციები - პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ინფიცირების მასობრივი გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველო თავის სტრატეგიას განაგრძობს. თუმცა გიორგი გახარიამ თავრობის სხდომაზე იმ ქვეყნების მაგალითზე ისაუბრა, სადაც გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის მიუხედავად გაუჭირდათ ვირუსის ჯაჭვის გაწყვეტა და მკაცრი რეგულაციები დააწესეს. 

მაღალი სტატისტიკური მონაცემების პარალელურად ქვეყანაში იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი. დღეს 33 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები