გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს მსჯავრდებულების ადვოკატები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
"ობიექტურობის შემთხვევაში, სასამართლო ვერ გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს. წარმოდგენა არ მაქვს, რა მტკიცებულება შეიძლება მიუთითოს მოსამართლემ საკუთარ განაჩენში, გამორიცხულია სისხლის სამართლის საქმეში რაიმე მტკიცებულებები აღმოაჩინო და შესაბამისად, კითხვის ნიშნები რჩება და აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენი, რა თქმა უნდა, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება არა მარტო უდანაშაულო ბრალდებულების მომავალს ვნებს, არამედ მთლიანად პრაქტიკას და სისხლის სამართლის პოლიტიკას,"- აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვანი ნ.ც-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.