04 მაისი 2024,   09:35
ვრცლად
ფრანგულმა სამხედრო ძალებმა ალ-ქაიდას ჩრდილოეთ-აფრიკული ფრთის ლიდერი მოკლეს

ფრანგულმა სამხედრო ძალებმა ალ-ქაიდას ჩრდილოეთ-აფრიკული ფრთის ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს - ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

დაჯგუფების ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტერორიზმის შავ სიაში იყო შეყვანილი, რომელიც სპეციალური ოპერაციის დროს სახმელეთო ჯარისა და ვერტმფრენების დახმარებით გაანეიტრალეს.

ფლორანს პარლის თქმით, ალ-ქაიდას ლიდერი საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. მისი ლიკვიდაცია კი ტერორიზმთან ბრძოლაში დიდი წარმატებად შეაფასა.

დღის ამბები