19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
არაფერს ვერჩი ფეხბურთელებს, გუშინდელი მარცხი ყველაზე ნაკლებადაა მათი ბრალი - სანდრო ცნობილაძე

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩს სპორტულ სამყაროში შეფასებები მოჰყვა. ისინი ვლადიმირ ვაისის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ფინალის მსვლელობისას  მწვრთნელმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, შესაბამისად, მისი გუნდიდან წასვლა ლოგიკური იქნება.

"არაფერს ვერჩი ფეხბურთელებს, ყველაზე ნაკლებად არის მაგათი ბრალი გუშინდელი მარცხი. ისინი ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებას... ეს ორი თამაში როგორ უნდა ითამაშონ ამ გუნდმა, მთლად კარგად არ მაქვს წარმოდგენილი, იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად უდიდესი დარტყმა აქვს მიღებული თითოეულ ფეხბურთელს და გული შემტკივა მათზე,“ - ამბობს სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 

დღის ამბები