19 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
კომპანია "ქართული სახლი" ხელფასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს

კომპანია "ქართული სახლის" ადმინისტრაცია უარყოფს ბრალდებებს, რომ ობიექტის ხელმძღვანელობამ თანამშროლები კუთვნილი ანაზღაურების გარეშე დატოვა.

როგორც ადმინისტრაცია განმარტავს, კომპანიამ ყველა დავალიანება გაისტუმრა. კომპანიის იურისტი გელა ივანიაძე ამბობს, რომ ხელფასების დაგვიანებას მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა მათ, ვისაც ხელფასი დაუგვიანდათ, კანონის შესაბამისად დამატებითი ანაზღაურებაც მიიღეს. 

"ქართული სახლის" თანამშრომლებმა ხელფასების მიღების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს.

დღის ამბები